ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი საქართველოში ირანის გავლენებზე წერს

06.06.26 11:00
ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი საქართველოში ირანის გავლენებზე წერს

"ებრაელების საყვარელ ადგილას ირანი ახალ ფილიალს ხსნის" - ეს წერია სტატიაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილმა მრჩეველმა საქართველოში ირანის მზარდი გავლენების შესახებ. არიელ ბოლშტეინის მიგნებები ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეყრდნობა. ის წერს, თუ რა ნაბიჯები აქვს გადასადგმელი ივანიშვილის პარტიას ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად. 

ბოლშტეინი საჭიროდ მიიჩნევს ირანული ქსელის გამოაშკარავებას,  რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და რელიგიურ ორგანიზაციებს, ისე საქველმოქმედო ფონდებს და ბიზნესკომპანიებს. 

"ჩვენ უნდა ვნახოთ არა რაიმე სიმბოლური ნაბიჯი, არამედ მათი რეალური და სრული დემონტაჟი, რადგან პროირანული ქსელების არსებობა არც ამერიკის ინტერესებს ემსახურება და არც საქართველოსას", - ამბობს მკვლევარი.

ამავე სტატიის მიხედვით, ირანის გავლენის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად განხილულია ირანული ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალები.