რუსთავის ავტობანზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის ავტობანზე - თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ მიკროავტობუსს დიდი სისწრაფით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ავარიის შედეგად დაღუპულია ერთი ადამანი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.