მიხეილ სარჯველაძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა - აუდიენცია ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესების დაცვაა და თითოეული გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული.
სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დიუშენის დისტროფიის მქონე პაციენტების ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.
როგორც აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შეხვედრები გაგრძელდება.", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.