როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში მომგებიანი ეკონომიკური გარემო? - "ჯერ საქართველოს" წევრების შეხვედრა თანამოაზრეებთან

06.06.26 17:32
როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში მომგებიანი ეკონომიკური გარემო? - "ჯერ საქართველოს" წევრების შეხვედრა თანამოაზრეებთან

როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში მომგებიანი ეკონომიკური გარემო? - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ჯერ საქართველოს" წევრებმა თანამოაზრეებთან ერთად ისაუბრეს.

შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს ვიქტორ ყიფიანის თანამებრძოლებმა საკუთარი ხედვები გაუზიარეს - თქვეს რომ გამოსავალი ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებაშია, რომელიც ერთის მხრივ  იმპორტსა და მოხმარებაზე დამოკიდებულებას ჩაანაცვლებს, მეორეს მხრვ კი  ექსპორტზე ორიენტირებული ეროვნული პოლიტიკით ქვეყანას ლიდერის სტატუსს დაუბრუნებს.

პოლიტიკური ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ მათი ხედვა, ერთის მხრივ მოწოდებაა ეკონომიკის როლისა და მნიშვნელობის გადააზრებისკენ,  ხოლო მეორეს მხრივ — ფუნდამენტურად ახლებურ ჩარჩოს აყალიბებს სახელწიფოსა და ბიზნესს შორის ურთოერთობებში.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია შევქმნათ სახელმწიფო ინსტიტუტების მაღალი მომსახურეობის ხარისხით, საერთო წესრიგის მიმართ სანდოობითა და მცოდნე, ეფექტიანი ადამიანური კაპიტალით გამყარებული ეკონომიკური გარემო. ინკლუზიური გარემო, რომელიც ჯერ იმპორტსა და მოხმარებაზე დამოკიდებულებას ჩაანაცვლებს ექსპორტზე ორიენტირებული ეროვნული პოლიტიკით, შემდეგ ლიდერის როლს დაგვიბრუნებს რეგიონში, ხოლო გაუმჯობესების მთელი ეს პროცესი - ერთგვარი გარბენი იქნება საქართველოს ნახტომისთვის პირველ სამყაროში." - თქვეს შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები