საქართველოში კანადელი სტუდენტი დააკავეს - 22 წლის ბიჭს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
საქართველოში ნარკოდაბაშაულის ბრალდებით კანადელი სტუდენტი დააკავეს - სიმონ როვენსკის ოჯახის ინფორმაციით, 22 წლის ბიჭის დაპატიმრების მიზეზი ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტი გახდა.
ბრალდებულის ოჯახის წევრების და ახლობლების მტკიცებით, ტურისტი თბილისში საზღვარზე სამკურნალო მედიკამენტ „ადერალის“ გამო დააკავეს. მათივე ინფორმაციით, კანადელ ახალგაზრდას თან არ ჰქონდა წამლის 1-თვის მარაგი და რეცეპტის ქართული თარგმანი, საქართველოში კი ეს მედიკამენტი ნარკოტიკულ ნივთიერებად კლასიფიცირდება. 22 წლის საიმონი გლდანის ციხეშია, სტუდენტს 8-დან 20 წლამდე პატმრობა ემქურება.
სასამართლო პროცესი 25 ივნისისთვისაა დანიშნული.
დაკავებულის ახლობლებმამიმართვა გაავრცელეს, სადაც მოქალაქეებს დახმარების თხოვნით მიმართავენ - როვენსკების თქმით, შეგროვებული თანხა ადვოკატის მომსახურებასა და სამართლებრივ ხარჯებს მოხმარდება.
ოჯახი საქმეში საერთაშორისო მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართვას გეგმავს.