„ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ „შაბათის მარში“ მიმდინარეობს
„ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“ - თბილისში შაბათის ტრადიციული საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
"ვაპროტესტებთ საპოლიციო ძალადობას“ - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.
მსვლელობაში მონაწილეობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდებიან.
არ ვიცი და არც მაინტერესებს სისტემის მთავარი მიზანი, მე ვიცი, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი - ეს არის ამ ქვეყნის გათავისუფლება რეჟიმიდან და რუსეთიდან და დაბრუნება ევროპულ გზაზე, სადაც დღეს აჩქარებული ტემპით მიდიან უკრაინა და მოლდოვა, ხვალ უკვე სომხეთი. ეს არის ჩვენი ამოცანა და არა იმის ანალიზი, ამათ [ქართულ ოცნებას] რა უნდათ, როგორ უნდათ და რას აკეთებენ.
აღარ შეიძლება და რა აზრი აქვს ამ მარშების დაყოფას სხვადასხვა თემებზე? - ერთი თემაა, რაც ყველას აერთიანებს. შიმშილიც იქნება, ძალადობაც გაგრძელდება, ბავშვთა პრობლემები ვერ მოგვარდება, სანამ ეს რეჟიმი არ შეივლება. მთავარი რაც გვაერთიანებს ყველას: არის ცვლილებების მოთხოვნა.
საქართველოს მოქალაქეების პასუხი არის მხოლოდ ერთი, ეს ქვეყანა გადავარჩინოთ ამ რეჟიმისგან და რუსეთისგან ერთდროულად, ამითვის ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.