"TV პირველის" ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ნაწილი საპატიმრო დაწესებულებას ხვალ დატოვებს
"TV პირველის" ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ნაწილი, ხვალ, 9 მაისს 14:30 საათზე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.
არსებული ინფორმაციით, ციხეს ხვალ 8 ბრალდებული დატოვებს.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, თემურ ქუციკიძესა და ავთანდილ სუმნაიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.