ცნობილია, რამდენი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილს ცოლს ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა
უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც გამოძების თანახმად, ყოფილ ცოლს, 34 წლის თათია ლომინაძეს ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლად დაწვა. შემზარავი ფაქტი კასპში 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა.
თათია ლომინაძის მდგომარეობა უმძიმესი იყო. მას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი და მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა, თუმცა 2025 წლის 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გორის რაიონულ სასამართლომ ზურაბ ბურდული დამნაშავედ დღეს ცნო.
43 წლის ზურაბ ბურდული იმავე დღეს დააკავეს. თავდაპირველად ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით - განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო წარდუგინეს, შედეგ კი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მუხლით.