სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული დათო ღურწკაიას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

09.06.26 15:24
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული დათო ღურწკაიას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

 

 

მინდა თავისუფლება ვუსურვო ყველა დარჩენილ სინდისის პატიმარს - ამ სიტყვებით დატოვა  სასახლის ღობის საქმეზე მსჯავრდებულმა დავით ღურწკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლო, მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმების შედეგად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

მე მინდა თავისუფლება ვუსურვო ყველა დარჩენილ სინდისის პატიმარს. ციხეში ზის ბევრი ღირსეული ადამიანი, ვინც მსხვერპლია ნარკოპოლიტიკის და ყველა მათგანს თავისუფლებას ვუსურვებ. 

დიდი პატივისცემა ყველას თანადგომისთვის"- განაცხადა დავით ღურცკაიამ.

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა. 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ:

  • გოჩა ყატაშვილი.
  • სულხან აბრალავა. 
  • დათო ღურწკაია.
  • გენადი კელიხაშვილი.
  • რამაზ ჯორბენაძე.
  • ჯანდრი თირქია. 
  • ევა შაშიაშვილი.
  • ალექსანდრე გოგოლაძე.

ამ 8 პირიდან ერთი ევა შანშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფება.

სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.