თუკი, კიდევ ვინმეს სურს აღიაროს დანაშაული, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ - სასახლის ღობის საქმის პროკურორი
სასახლის ღობის საქმის პროკურორი, როინ ხინთიბიძე ამბობს, რომ თუკი, კიდევ ვინმეს სურს აღიაროს დანაშაული, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ განაჩენის გამოცხადებამდე.
პროკურორის თქმით, ეს აღიარება ნებაყოფლობითი და გულწრფელი უნდა იყოს.
როინ ხინთიბიძის განმარტებით, საპროცესო შეთანხმებსი მიღწევა აღაირებსი სანაცვლოდ შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს განაჩენამდე.
8 ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს, მოგვმართეს განცხადებით და როგორც მათ დავპირდით, ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. რვავე მათგანს 3 წლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, რაც მათ პირობითად ჩაეთვალათ 3 წლით გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხებათ სხვა ბრალდებულებს, თუკი, კიდევ ვინმეს სურს აღიაროს ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიოს და მოგვმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, ვიდრე განაჩენი გამოცხადდება. თუმცა, ეს აღიარება ნებაყოფლობითი და გულწრფელი უნდა იყოს. როგორც კი ასეთი რამ გვექნება, ჩვენ ვიმსჯელებთ მათთანაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე... საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს განაჩენამდე, თუმცა, მიზანშეწონილია, თუკი, ვინმეს სურს, აღიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე”, - განაცხადაროინ ხინთიბიძემ.
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ:
- გოჩა ყატაშვილი.
- სულხან აბრალავა.
- დათო ღურწკაია.
- გენადი კელიხაშვილი.
- რამაზ ჯორბენაძე.
- ჯანდრი თირქია.
- ევა შაშიაშვილი.
- ალექსანდრე გოგოლაძე.
ამ 8 პირიდან ერთი ევა შანშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფება.
სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.