სასახლის ღობის საქმე - "პირველების" ცნობით, ხვალ ციხეს კიდევ 8 პირი დატოვებს
"პირველების" ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმეზე სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ნაწილი, ხვალ, 10 ივნისს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. 8 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება.
ხვალ ციხეს სავარაუდოდ დატოვებს: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, თემურ ქუციკიძე და ავთანდილ სუმნაიძე.
დღეს 9 ივნისს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დარბაზიდან გაათავისუფლა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი.
ესენი არიან: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია და ევა შაშიაშვილი. ეს უკანასკნელი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და საპატიმრო 2025 წლის 31 დეკემბერს დატოვა.
მსგავსი სიახლეები
პოლიციელების შეურაცხყოფა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით - რატომ დააკავეს გიორგი ახობაძე (ადვოკატის კომენტარი)
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძისა და ლევან მახაშვილის შემთხვევაში, საუბარი იყო ისეთი ტერმინების გამოყენებაზე, როგორიცაა - "მატყუარა" და "მოღალატე"