საოპერაციო მაგიდაზე გარდაცვლილი 13 წლის ბიჭი - რა მოხდა ბათუმის კლინიკაში?
13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების მიზეზად ოჯახი სავარაუდოდ ანესთეზიის გადაჭარბებულ დოზას ასახელებს. მათი ინფორმაციით, მოზარდი ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში მოტეხილი ხელით შეიყვანეს, თუმცა ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ, ანესთეზიის გაკეთებიდან დაახლოებით 20 წუთში, გული გაუჩერდა.
მერვე კლასელი ლუკა ჩხიკვიშვილი თამაშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ თავდაპირველად ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილება არ ფუნქციონირებდა, მოზარდი შემდგომ ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაამისამართეს.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კლინიკაში საკუთარი ფეხით მისული არასრულწლოვანი ოპერაციისთვის ემზადებოდა, თუმცა საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიებაა დაწყებული.
ვრცლად ახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.