სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

09.06.26 21:27
სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დამნაშავედ ცნო და 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლომ დამნაშავედ ცნო დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირი, მათ ერთი წლით პატიმრობა განესაზღვრათ. 

ცნობისთვის, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით 4 თებერვალს შეეცვალა.

მაშინ პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მათი საჩივარი, რომლის თანახმადაც, ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვდნენ.

  • ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 30 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 29 იანვარს გადააყენეს.

გამოძიების ცნობით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

მსგავსი სიახლეები