ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა

09.06.26 22:29
ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა

ბათუმში, როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს

როგორც ცნობილია, როლანდ დავითაძეს მაშინ ესროლეს, როდესაც ის ცოლ-შვილს სალონთან ელოდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, დავითაძემ სიკვდილის წინ ცო­ლის­თვის მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის თქმა მოასწრო. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს.

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები