ამ ამბიდან სენსაციას ვერ გამოაცხობთ - ნინო წილოსანი

10.06.26 13:19
ამ ამბიდან სენსაციას ვერ გამოაცხობთ - ნინო წილოსანი

ქართული კომპანიები სანქციების სიაში - "ოცნების" წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ აღნიშნული კრიპტოპლატფომები, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სასანქციო პაკეტის სიაში შეიყვანა, იქამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან იყო აღმოჩენილი.

ამ ამბიდანაც მგონია, რომ რაღაც სენსაციას ვერ გამოაცხობთ - თქვა წილოსანმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ.

დეტალები არ ვიცი და ვერ შევყვები ამ კითხვას. კონკრეტულად, რითიც იწყებთ ამ ნიუსს, ეს არის კომპანია, რომელიც ჩვენივე ეროვნული ბანკის მხრიდან იყო აღმოჩენილი და შესაბამისად, პასუხისგებაში მიცემული, ამიტომ, ამ ამბიდანაც მგონია, რომ რაღაც სენსაციას ვერ გამოაცხობთ. ვეღარ ჩამოგყვებით, რა თეორიულ ვერისაზე საუბრობთ. კანონი კანონობს და იმაზე უფრო ადრეა აღმოჩენილი ეს შემთხვევები, ვიდრე შეიძლება ბრიტანეთმა და ევროკავშირმა აღმოაჩინეს", - აცხადებს წილოსანი. 

Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს. ქართულ კომპანიებს ევროკავშირი რუსეთის დახმარებისთვის დაასანქცირებს.

სულ 11 კრიპტოპლატფორმაზეა საუბარი - ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან;

გამოცემა წერს, რომ დასახელებულ ობიექტებს ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება.

მსგავსი სიახლეები