ხალხს საპროცესოზე დათანხმებას იმიტომ სთხოვენ, რომ შემდეგ ცინიკურად თქვან, მოინანიეს დანაშაულიო - კოტე კოკაიას შვილი

12.06.26 13:52
ხალხს საპროცესოზე დათანხმებას იმიტომ სთხოვენ, რომ შემდეგ ცინიკურად თქვან, მოინანიეს დანაშაულიო - კოტე კოკაიას შვილი

 

 

 

ხალხს საპროცესოზე დათანხმებას იმიტომ სთხოვენ, რომ შემდეგ ცინიკურად თქვან, მოინანიეს დანაშულიო , - ამის შესახე სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე (კოტე) კოკაიას შვილმა, ნინი კოკაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ მამამისს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, მისი პრინციპული პოზიციაა, რომ არ აღიაროს დანაშული.

მამაჩემი იმისთვის ჰყავთ დაკავებული, რომ კადრში ჩანს, დროშით როგორ დადიოდა, შესულია და ხალხს მოუწოდებს, რომ გარეთ გამოვიდნენ. ამის გამო ჯგუფური ძალადობა, სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმა და კიდევ რამდენიმე მუხლია, როგორც მახსოვს. აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, რასაც არ ითვალისიწინებენ, თუმცა სთხოვენ, რომ დათანხმდეს საპროცესოს. რეალურად ხალხს სთხოვენ საპროცესოზე დათანხმებას, რეალურად აღიარონ ის ბრალი,  რაც არ ჩაუდენიათ, იმის გამო, რომ პროკურორი და “ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ და ცინიკურად, ბედნიერად თქვან, რომ მოინანიეს დანაშაული. გულის პრობლემები აქვს, შუნტირება აქვს, აქვს მაღალი წნევები და სუსტადაა. მისი პრინციპული პოზიციაა, რომ არ აღიაროს დანაშაული, - ამბობს ნინი კოკაია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, დავით სტურუას და ზაქრო ალბუთაშვილის პროცესი დასრულდა. შემდეგი სხდომა 19 ივნისს ჩაინიშნა.

დღევანდელ პროცესზე 7 ბრალდებულიდან ერთ-ერთმა, ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების თხოვნით პროკურატურას მიმართა, რის გამო განაჩენის გამოცხადება გადაიდო.

  • 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
  • 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

მსგავსი სიახლეები