მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე შეამცირა, სომხეთის კი გაზარდა

12.06.26 14:20
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე შეამცირა, სომხეთის კი გაზარდა

მსოფლიო ბანკმა 2026 წლის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით 5%-მდე არის შემცირებული.

ანგარიშის თანახმად, შემცირებულია მთლიანად 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც იანვარში ნავარაუდევი 2.7%-დან, 2.5%-მდე. შესაბამისად, WB-ის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

დოკუმენტში არაა კონკრეტული ჩანაწერი უშუალოდ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოლოდინის კლების განმარტებასთან დაკავშირებით. ასევე რეგიონის ქვეყნებიდან გაზრდილია ნავთობის ექსპორტიორი აზერბაიჯანის ზრდის პროგნოზი 2%-მდე (მატება 0.2 პ.პ) და ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე (მატება 0.1 პ.პ. წინა პროგნოზთან). ამასთან, გაზრდილია სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-მდე (მატება წინა პროგნოზთან 0.4%). ამ შემთხვევაშიც არაა მითითებული თუ რატომ მოხდა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მატება.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების თანახმად, 2026 წელს რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა ასეთი იქნება:

  • საქართველო: 5.0% (სხვაობა: -0.5 პ.პ)
  • სომხეთი: 5.3% (სხვაობა: +0.4 პ.პ)
  • აზერბაიჯანი: 2.0% (სხვაობა: +0.2 პ.პ)
  • ყაზახეთი: 4.6% (სხვაობა: +0.1 პ.პ)
  • მოლდოვა: 1.9% (სხვაობა: -0.8 პ.პ)
  • მონტენეგრო: 2.9% (სხვაობა: -0.3)
  • რუსეთის ფედერაცია: 0.8% (სხვაობა: 0 პ.პ)
  • თურქეთი: 2.8% (სხვაობა: -0.9 პ.პ)
  • უკრაინა: 1.2% (სხვაობა: -0.8 პ.პ).

BMG-მ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ ოფისს მიმართა კითხვით - რამ განაპირობა საქართველოსთვის ზრდის პროგნოზის შემცირება, სომხეთში კი მისი გაუმჯობესება.

წყარო: BM.GE

მსგავსი სიახლეები