ისფაჰანლის ქუჩის მოსახლეობას „ლელოს“ იურისტები უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ

12.06.26 18:50
ისფაჰანლის ქუჩის მოსახლეობას „ლელოს“ იურისტები უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ

"ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, „ლელოს“ იურისტები ისფაჰანლის ქუჩის მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ და შეეცდებიან, სასამართლოში დაამტკიცონ, რომ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების ჩამორთმევა უსამართლოა.

დღეს ადგილობრივ მოსახლეობას „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები და იურისტები შეხვდნენ. მათი თქმით, "ოცნების" ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პირობების ნაწილი მოსახლეობისთვის მიუღებელია და მოქალაქეები საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ.

აბანათუბანში დაახლოებით 5380კვ.მ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს, იქ უნდა გაკეთდეს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი, ამას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ისინი არ არიან თანახმა, რომ გამოვიდნენ თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან, თუმცა, სახელმწიფო იძულების წესით  აკეთებს ამას", - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი. 

ისფაჰანლის ქუჩაზე ხელისუფლება აზერბაიჯანის კულტურის სახლის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განხორციელებას კი ადგილობრივების ნაწილის გასახლება უკავშირდება, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათთვის შეთავაზებული კომპენსაცია და ალტერნატიული პირობები სამართლიანი არ არის, რის გამოც სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები