თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომელსაც საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც აშშ-ში - საელჩო

12.06.26 15:47
თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომელსაც საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც აშშ-ში - საელჩო

ამერიკის საელჩო საქართველოში 14 ივნისს, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით თეთრ სახლში დაგეგმილ MMA ბრძოლაზე წერს, რომელიც ამერიკელ ჯასტინ გეიჯისა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება.

საელჩოს თქმით, ეს იქნება ღონისძიება, რომელსაც საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც - ამერიკაში. 

UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერია თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.

14 ივნისს, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომელსაც, ვიცით, რომ საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც - ამერიკაში. 
ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯისა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება. 
UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერია თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება, - წერს საელჩო.

მსგავსი სიახლეები