ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მეორედ დააზარალა - ადგილობრივების ინფორმაციით, დასეტყვილია სოფლები: ახშანი, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ხორხელი და ქისტაურის ნაწილი. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
მათი ცნობით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც ძირითადად ვენახები დაზიანდა.
რა ფართობია დასეტყვილი და რა მასშტაბის ზარალი მიიღეს ფერმერებმა, ჯერჯერობით უცნობია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შესახებ ინფორმაცია აქვთ და დეტალებს ეცნობიან.
მსგავსი სიახლეები
27.07.26 21:37
"ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება" - მიშა ზაქარეიშვილი
მისი თქმით, ბანერზე უხამსი სიტყვის დაწერის შემთხვევა წლების წინ ევროსასამართლომ უკვე განიხილა საქართველოსთან მიმართებაში და დაადგინა, რომ ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, რომ ჩაერიოს ამ საკითხშ