რეპრესიულად შეფასებული კანონები, დაპატიმრებული ჟურნალისტები და სტუდენტები - თბილისში ევროპის თემატიკაზე დებატები იმართება
რეპრესიულად შეფასებული კანონები, დაპატიმრებული ჟურნალისტები და სტუდენტები - თბილისში ევროპის თემატიკაზე დებატები იმართება
დებატები საქართველოში პირველად ტარდება, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
დებატების ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან ჟურნალისტები, აკადემიკოსები და ისტორიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რას ნიშნავს, მათი ხელისუფლების წნეხი და ზეწოლა მედიაზე.
დღევანდელი განხილვის თემა იქნება, რა პირობებში უწევთ ჟურნალისტებს საქართველოში მუშაობა, ასევე მზია ამაღლობელის საქმე და იმ სტუდენტების საკითხიც, რომლებსაც ტროტუარებზე დგომის გამო ხელბორკილებს უნივერსიტეტებში ადებენ.
დღევანდელ დებატებზე ასევე განიხილავენ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და ევროპა, რუსეთის ჰიბრიდული ომის და პროპაგანდის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, მე მაქვს გამოცდილება, თუ როგორ ძლიერდება ზეწოლა სიტყვის თავისუფლებაზე. შარშან მე მიჩივლა სლოვაკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მას ჩემი ციხეში ჩასმა უნდოდა 5 წლით, არ ვხუმრობ, მე მოვიგე ბრძოლა მასთან, თუმცა, ზეწოლა ისევ იზრდება. ეს ხდება დღეს სლოვაკეთში, საქართველო ბევრ შემთხვევაში იყო გეგმა, თუ რა უნდა მომხდარიყო სხვაგან, მე თვალყურს ვადევნებ, რომ ჟურნალისტებს, პოეტებს, აქ აპატიმრებენ, უსჯიან 2-წლიან თავისუფლების აღკვეთას მხოლოდ კრიტიკული აზროვნებისთვის, წერისთვის თუ გაშუქქებისთვის. მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც პოლიტიკური მიზეზით დააპატიმრეს, რომ ისინი ევროპაში არ არიან დავიწყებული, პირიქით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჩვენ აქ ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე, პრორუსი იმპერიალისტები, ფაშისტები, ერთმანეთისგან სწავლობენ, ქმნიან ქსელებს და თანამშრომლობენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სლოვაკეთში შედგა. აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ, არსებობს სხვანაირი სლოვაკეთი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ რუსეთისგან მომავალი ჰიბრიდული ომი და პროპაგანდა, მისი ახალი ფორმები, რაც ადამიანის გონებას წამლავს, - განაცხადა მკვლევარმა და მთარგმნელმა მიხალ ჰვორეცკიმ.
ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ რა მდგომარეობაა საქართველოში, ამბობენ, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპასთან არასდროს ყოფილა და ამდენი გამოწვევა ევროპული მომავლისთვის არასდროს დამდგარა.
მათი თქმით, ისეთი პრობლემები, როგორიც დღესაა ქვეყანაში, არასდროს ყოფილა და არავის ისე არ შეუქმნია საფრთხე ევოპრული მომავლისთვის, როგორც ამას “ოცნება“ აკეთებს.
უნივერსიტეტის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება უკვე შეილახა სისტემატურად. რა საკვირველია ცალკე უამრავი გამოწვევაა პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც არის დემოკრატიული სამოქალაქო პროტესტი, რომელშიც ბევრი ახალგაზრდაა ჩართული, მათ შორის, ბევრი სტუდენტი. ჩვენ ვიხილეთ საშინელი კადრები, როდესაც უნივერსიტეტში აპატიმრებდნენ, ხელბორკილებს ადებდნენ და მიჰყავდათ ციხეში სტუდენტები. ეს არის კატასტროფა და ასე არ უნდა გაგრძელდეს. რაღაცებზე დავიწყეთ უკვე საუბარიდ ა ყველა ამ თემაზე, დარწმუნებული ვარ გავაგრძელებთ და იქნება საინტერესო დისკუსია, - განაცხადა პროფესორმა, გიგა ზედანიამ.
დებატები ევროპაზე წელს საქართველოში პირველად ტარდება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.