სასამართლომ $625 მლნ და €35 მლნ-ს გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილი 11 წლით პატიმრობაში გაუშვა

12.06.26 19:41
სასამართლომ $625 მლნ და €35 მლნ-ს გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილი 11 წლით პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილი დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობაში გაუშვა. 

გადაწყვეტილება 11 ივნისს მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ გამოაცხადა.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ სწორედ კახა კოტორაშვილი იყო ის, ვინც 2022-2024 წლებში $624 მილიონი და €35 მილიონი გაათეთრა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, კახა კოტორაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში დუმილის უფლებას იყენებდა. მისმა ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ გამოცემას განუცხადა, რომ დაცვის მხარე საპროცესო გარიგების გასაფორმებლად მზად იყო, თუმცა ბრალდების მხარესთან ვერ შეთანხმდნენ.