რატომ მცირდება შობადობა საქართველოში?
საქართველო დემოგრაფიულ კრიზისში შედის. მოსახლეობის შემცირების ტენდენცია სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და ამის მთავარი მიზეზი შობადობის მკვეთრი კლებაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში 6 500-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე ადამიანი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და მოსახლეობის შემცირების პროცესი გრძელდება.
რას აკეთებს სახელმწიფო შობადობის ზრდისთვის? მესამე და მომდევნო შვილებზე გაცემულ დახმარებებს ოპოზიციაში არასაკმარისად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, არსებული სოციალური პროგრამები ახალგაზრდა ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე არსებით გავლენას ვერ ახდენს და დემოგრაფიული კრიზისის შეჩერებისთვის საკმარისი არ არის.
საქართველოში არა მხოლოდ შობადობა, არამედ ახლადშექმნილი ოჯახების რაოდენობაც მცირდება. 2025 წელს ქვეყანაში 22 285 ქორწინება დარეგისტრირდა. თუ პანდემიის წლებს არ ჩავთვლით, ეს 2006 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2013 წელს საქართველოში თითქმის 34 700 ქორწინება დაფიქსირდა. დემოგრაფები ამბობენ, რომ ქორწინებების კლების ტენდენცია მომავალში შობადობის მაჩვენებელზეც აისახება და პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.