13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

13.06.26 00:15
13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი.

სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-მდე ოჯახი და 1 000-მდე ადამიანი. 

წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი სტიქიას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

მსგავსი სიახლეები