კახა კალაძის პირველი კომენტარი პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ძალადობაზე

13.06.26 13:06
კახა კალაძის პირველი კომენტარი პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ძალადობაზე

 

 

ძალადობა პოლიციის განყოფლებებში - "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერის ანონსის შემდეგ, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ სამივე პოლიციის დაკავებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.

დღეს კახა კალაძე მედიასთან ირწმუნებოდა, რომ დანაშაულზე მყისიერი რეაგირება მოხდა - მაშინ, როდესაც შსს-ს თავად დაადასტურა, რომ პოლციიელები მომხდარი ფაქტიდან 4 წლის შემდეგ დააკავეს. 

თბილისის მერმა დღეს ჟურნალისტებს პოლიციის ძალადობის ფაქტები მიწოდება სთხოვა და რეაგირებას დაჰპირდა. 

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ ნამდვილად კრიტიკას ვერ უძლებს.  ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება და სამივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვიხილეთ (შსს-ს და პროკურატურის) განცხადებაში, არის პასუხისგებაში მიცემული. აქ არის სამწუხარო თემა, რომ ეს კონკრეტულმა ტელევიზიამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით იცოდა, (რომ დაკავებულები არიან) შესაბამის უწყებას მიწოდებულიო ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ მოხდა ამ ყველაფრის გავრცელება. მიზეზს მემგონი ყველა ვხდებით რა არის - რომ ვნებათაღელვა გამოეწვიათ საზოგადოებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ტელევიზიები მანიპულირებენ კონკრეტული საკითხებით, თუმცა რეაობას საზოგადოება ხედავს, იყო მძმე ფაქტი, რასც სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა რეაგირება. 

ამ ტელევიზიებზე, ვისზეც არის საუბარი, მორალი ნამდვილად არ მოეთხოვებათ. ვიცით რაზე არიან წამსვლელები, რითი არიან დაკავებულები - ყოველდღიურად სიცრუე, ცილისწამება, შანტაჟი, ეს არის მათი ყოველდღიურობა. 

თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციელის მხრიდან, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. 

როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, როგორც კი გენერალურმა ინსპექციამ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება და კონკრეტული დამნაშავეები იქნენ პასუხისგებაში მიცემული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

თუკი გაქვთ რაიმე კონკრეტიკა და შეგიძლიათ წარმოადგინოთ, მერწმუნეთ, მაშინვე იქნება მყისიერი რეაგირება", - განაცხადა კალაძემ. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. 

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები