დანაშაული არის სისტემური - "ქართული რესპუბლიკის" წევრები პროტესტის გამოსახატად შსს-თან მივიდნენ
"ქართული რესპუბლიკის" წევრები პროტესტის გამოსახატად შსს-ს შუშებიან შენობასთან მივიდნენ - "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსში გასული კადრების შემდეგ, სადაც პოლიციის განყოფილებაშია მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული, "ქართული რესპუბლიკის" წარმომადგენლები სისტემური ხასიათის დანაშაულზე საუბრობენ.
დანაშაული არის სისტემური და ყველა მსგავს პოლიციელს, რომლებიც სხვა ღირსეული პოლციიელების მუნდირს არცხვენენ და შეურაცხყოფას აყენებენ, აქვთ იმის განცდა, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ დაისჯება, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სისტემიდან მოდის მათი დანაშაულიც", - ამბობს ქართული რესპუბლიკის წევრი.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.