დმანისში მეცხვარე ნიჩბებითა და ხელკეტებით სცემეს
დმანისში მეცხვარე სასტიკად სცემეს. დაზარალებული აცხადებს, რომ მას რამდენიმე ადგილობრივი ნიჩბებითა და ხელკეტებით გაუსწორდა. მისი თქმით, ცემის შემდეგ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, თავად კი ქუჩაში გონებადაკარგული დარჩა.
49 წლის კაცი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა, 112 დარეკა, თუმცა ადგილზე პოლიცია არ მისულა. მის დასახმარებლად მხოლოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.
მეცხვარე ამტკიცებს, რომ საქმეში ფიგურირებადი ხუთივე პირი ამ დრომდე თავისუფალია და მათ სამართალდამცავები მფარველობენ.
სახლების გვერდზე ხომ დადის ცხვარი, მანქანა ხომ არ არის, ასფალტიდან რატომ უშვებ გვერდზეო. მე ვუთხარი, რომ აი, მოვიდეს ცხვრის პატრონი, დავრელე ცხვრის პატრონთან, რომ მოდი, მომკლავენ მე. სანამ ის მოვიდა, უკვე ამათმა მცემეს. ხუთი კაცი მოვიდა, მაგრამ სამმა მცემა. ამხელა ტარებით მცემეს, პირველად თავში დამარტყეს, გონება დავკარგე და დავვარდი, მერე ლაფატკით, ფეხით, მკვდარი ვიყავი... სასწრაფოში, პატრულსი დავრეკე მერე, რომ მომეხმარეთ, მომკლავენ და "სადაც გინდა, იქ დარეკე, ყველაფერი ჩემია საქართველოშიო"...პატრულმა თქვა, სამს არა, ერთს დავიჭერთო. პირველად პოლიცია წავიდა იმის სოფელში, სასწრაფო მოვიდა ჩემთან, - ამბობს "პირველებთან" მეცხვარე.
მომხდარიდან უკვე 4 დღეა გასული, თუმცა დაკავებული არავინაა. დაზარალებული გამოძიებისგან ეფექტიან რეაგირებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.