ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონები და გაჩერებული პროექტები - რა ხდება გურიაში
გურიაში საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობები წლებია შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტებისთვის მილიონობით ლარი უკვე გადახდილია. ადგილობრივების თქმით, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული ობიექტები მიტოვებულია და ნაგვისა და ქვეწარმავლების თავშესაფრად არის ქცეული.
ადგილი, სადაც ბაღის შენობა უნდა შენებულიყო, ამ დრომდე უყურადღებოდ არის მიტოვებული, ხოლო ბაღის აღსაზრდელები დროებით ავარიულ შენობაში არიან გადაყვანილები. საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მთავრობა საქმის კურსშია, თუმცა ჯერჯერობით რეაგირება არ ჩანს.
გვეუბნებიან, სასწრაფოდ ადიწყება ახალი ბაღის მშენებლობაო და ვნახოთ..., - ამბობს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე კი ამბობს, რომ ყველაფერზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, საკითხი დღის წესრიგშია და ძალიან მალე ახალი პროექტების გაკეთდება.
რაც შეეხება სკოლების და ბაღების მიმართულებას, ჩვენ ამ საკითხსაც სისტემურად მივუდექით, შესაბამისად, საქართელოში ყველა მოცულობის სკოლაზე კეთდება ტიპიური პროექტები, სამშენებლო, არქიტექტურული პროექტები, რომელიც მერე, დავუშვათ 200 კაციან სკოლის პროექტს გაცილებით ოეპრატიულად შევძლებთ, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე დავიწყოთ ეს პროექტი, სადაც საჭირო იქნება, - ამბობს მინისტრი.
ოპოზიცია მომხდარს შესაძლო ელიტური კორუფციის ნიშნებად აფასებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხების მიუხედავად, პროექტები შეჩერებულია, შედეგი კი ადგილზე არ ჩანს.
კორუფციის სახელით ვითომ შეცვლილი ქოცების ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რაც კი უნდა კეთდებოდეს ბავშვებისთვის და მათი სკოლების არსებობისთვის. ადგილზე არის ბაყაყები კვლავ, თითონ ბავშვები კი დადიან სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.