პოლიტიკური დუმილი და გათავისუფლებული ბრალდებული: რა ხდება 16 წლის მოზარდის გახმაურებულ საქმეზე?
მიხეილ ყაველაშვილი თავს არიდებს კითხვებს, რომლებიც პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებს ეხება. „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს არაერთხელ ჰკითხა, რატომ არ დგება პასუხისმგებლობის საკითხი იმ სამართალდამცველების მიმართ, რომელთა საქმეებზეც საზოგადოებაში მწვავე კითხვები არსებობს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
ამავდროულად, „შაბათის ეთერმა“ გაარკვია, რომ 16 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი ლუკა ხურცილავა უკვე თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახის მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული განცხადების წარდგენის შემდეგ, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვთ, საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა.
საუბარია საქმეზე, რომელმაც საზოგადოებრივი რეზონანსი მიმდინარე წლის თებერვალში გამოიწვია. ოჯახის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდი ქუჩაში გააჩერეს, მოგვიანებით კი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და სხვადასხვა ბრალდების აღიარებას სთხოვდნენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა სამართალდამცველებთან კომუნიკაციის ნაწილი ფარულად ჩაიწერა, რის შემდეგაც საქმე ფართო განხილვის საგანი გახდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ