ორმაგი მვკლელობა ხაშურში - დაკავებული ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა
ხაშურში ორი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული ბიზნესმენი ნიკოლოზ კილაბერიძე ამ დროისთვის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მომხდარს აღიარებს, თუმცა ამტკიცებს, რომ გასროლის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იყო.
ადვოკატის თქმით, შემთხვევამდე კილაბერიძემ ერთ-ერთ მეწილეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულმა ერთ პირს ესროლა, ხოლო მეორე მამაკაცი, სავარაუდოდ, გამჭოლი ტყვიის შედეგად დაიღუპა. ადვოკატის თქმით, კილაბერიძემ თავად დარეკა 112-ში, სამართალდამცველებს იარაღის ადგილსამყოფელიც აცნობა და დანაშაული აღიარა.
დაცვის მხარე პასუხისმგებლობის ნაწილს ხაშურის პოლიციასაც აკისრებს და აცხადებს, რომ მხარეებს შორის მიმდინარე კონფლიქტზე გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მისი თქმით, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.
დილას, დღეს, ეტყობა, სამართალი რომ ვერ ნახა ბატონმა ნიკამ, დღეს დილას მან დაურეკა ერთ-ერთ მეწილეს და უთხრა, რომ შეხვედროდა, შეხვდა და უთხრა, რომ ეს იყო მისი ტერიტორია, სთხოვა, რომ დაეტოვებინათ, გასულიყვნენ ტერიტორიიდან. ისევ შელაპარაკება მოხდა, ისევ ლანძღვა-გინება. არ შეიძლება იმმის გამეორება, რასაც ისინი მას და მის ოჯახს აკადრებდნენ და დღეს დილას, აფექტურ მდგომარეობაში ამოიღო და ესროლა ერთ პიროვნებას. მასთან ერთად იმყოფებოდა მეორე პიროვნება. ნიკა ამბობს, რომ მეორესთვის არ უსროლია, მაგრამ გამჭოლი ტყვია იყო, ეტყობა და მეორესაც მოხვდა და დაიღუპა. ნიკამ აღიარა, მივიდა სახლში, იარაღი, რომლითაც მან დანაშაული ჩაიდინა, მაგიდაზე დადო, ამასობაშ ჩვენ დაგვირეკა, ჩავედით და მის მიერვე იქნა დარეკილი 112-ში და დარეკა და უთხრა, რომ "მე იარაღიც სახლში მაქვს, არ გადამიმალია, სახლში ვიმყოფები და მობრძანდით" აღიარა. ხაშურის პოლიციის განყოფილება არის მხარე,ჩვენ ვადანასაულებთ ხაშურის პოლიციას, როდესაც 4 თვეა უკვე განცხადება დაწერილია და მიდის გამოძიება, აი, რა ზომამდე მიიყვანეს, ეტყობა, ეს უნდოდათ, იმიტომ, რომ ის, ვისიც არის, მეპატრონე ავაქინიანი მგონი, ის ეტყობა, შეკრულია ხაშურის პოლიციასთან, რაღა გარიგებაა, ეტყობა, ჩემი ეჭვია, - ამბობს ნათია კორკოტაძე.
ქვიშა-ხრეშის კარიერის გარშემო მიმდინარე დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილია კომპანია „ბილტმორის“ ორი წარმომადგენელი. შემთხვევა იმ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც წიაღისეულის მოპოვებისა და გატანის საკითხზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავ უწყებებს დაპირისპირებაში ჩარევისა და პრევენციული ზომების გატარებისკენ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა. მისი თქმით, კილაბერიძეების ოჯახი ამტკიცებდა, რომ კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა უკანონოდ ხდებოდა და რეაგირებას ითხოვდა.
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ