პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქტივისტები მიუსაფარი ძაღლების ბედზე პასუხებს ითხოვენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ქუჩის ძაღლების მიმართ, მათი შეფასებით, არაჰუმანური პოლიტიკა და უმეთვალყურეო ცხოველების გაუჩინარების ფაქტები გააპროტესტეს.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი წნეხის შედეგად ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან ე.წ. „მკვლელი მუხლის“ ამოღება მოხერხდა, ქუჩებიდან ძაღლების გადაყვანისა და გაუჩინარების შემთხვევები კვლავ გრძელდება.
აქციის მონაწილეები "ოცნების" ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვენ, მათ შორის მუნიციპალური თავშესაფრების დამოუკიდებელი მონიტორინგისთვის გახსნას და სპეციალური ონლაინ-პლატფორმის შექმნას, სადაც თავშესაფრებში გადაყვანილი ყველა ცხოველის შესახებ საჯარო ვიდეოინფორმაცია განთავსდება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს თბილისიდან ღამის საათებში მიკედლებული, უწყინარი, გასტერილებული ძაღლების გადაყვანას და გაქრობას, რაც ქმნის ფონივრულ ეჭვს ჩენთვის, რომ ეს ძაღლები ყველანი არიან მკვდრები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, აუცილებლად შეჩერდეს ეს, რასაც აკეთებენ და აუცილებლად დაისაჯონ დამნაშავეები, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ