კადრები შეიცავს წამების და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს, ეს არ შეიძლება კვალიფიცირდეს სამოხელეო დანაშაულად - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებული კადრები, სადაც სადაც პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველების მიერ მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული, შეიცავს წამების და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.
ლომჯარიას თქმით, ამგვარი დანაშაული პოლიციელების მიერ არ შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
წამების შემთხვევაში, ადამიანმა უნდა მოიხადო სასჯელი და არ შეიძლება არაპროპორციულად დაბალი სასჯელი არსებობდეს მის მიმართ - ამბობს ლომჯარია.
მისივე განმარტებით, ამგვარ მუხლებზე სამართლებრივ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს არც პრეზიდენტის შეწყალება და არც პატიმრობის შემსუბუქება.
ცალსახად, ეს კადრები შეიცავს სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულის ნიშნებს, რომელიც არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. არანაირად არ შეიძლება მსგავსი შემთხვევები კვალიფიცირდეს, როგორც უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც არის უბრალოდ სამოხელეო დანაშაული. ეს არის სწორედ ისეთი ფაქტები, როდესაც საჯარო მოხელეებს, სახელმწიფოს წარმომადგენლების ხელში არიან მოქალაქეები, ანუ მათ აქვთ კონტროლი მოქალაქეზე, მის თავისუფლებაზე და ძალადობრივი გზით, მისი დაშინების - როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური ტკივილის მიყენების გზით ცდილობენ ან რაიმე ჩვენების მიღებას. წამების შემთხვევაში, ადამიანმა უნდა მოიხადო სასჯელი და არ შეიძლება არაპროპორციულად დაბალი სასჯელი არსებობდეს მის მიმართ. შესაბამისად, ამ მუხლის შემთხვევაში, ვერ იქნება გამოყენებული სამართლებრივ სახელმწიფოში პრეზიდენტის შეწყალება ან ვადაზე ადრე გათავისუფლება. ამიტომ, სავარაუდოდ, იყენებენ ისეთ მუხლებს, რომ იმ წუთას დააცხრონ საზოგადოების გულისწყრომა და ბრაზი და შემდგომ უკვე შესაძლებელი იყოს სხვადასხვა საშუალებებით მათი პატიმრობის შემსუბუქება, ან სრულიად გათავისუფლება პატიმრობიდან", -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პროკურატურა ამ დრომდე არ ამბობს, დაუმძიმებენ თუ არა ბრალს მოქალაქეეების წამებაში მხილებულ პოლიციის თანამშრომლებს. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიციელებს, რომლებმაც პოლიციის სამმართლელოშო მოქალაქეები აწამეს, სამოხელეო დანაშაულს ედავებიან.
იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ წამებსი კვალიფიკაციას აძლევენ იმ კადრებს, რაც შაბათს, ნოდარ მელაძის გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა აჩვენა საზოგადოებას.
"შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული" ვიდეო-კადრებით დგინდება, რომ მოქალაქეთა წამების კადრებს პოლიციელები თავად იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ - TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამ ეტაპზე 5 ვოდეო-მასალაშის მოპოვება შეძლეს, სადაც პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს - სახეზეა მინიმუმ სამი დაზარალებული.
ერთ-ერთი ვიდეომასალაში ცხადად ჩანს იძულება - უარის შემდეგ ახალგაზრდა კაცს, თავს კედელზე არტყმევინებენ.
პოლიციაში დაკითხვაზე მიყვანილი ახალგაზრდების წამების ზოგიერთ კადრში შესაძლებელია, სავარაუდო მოძალადე პოლიციელების გარჩევა, ისმის მათი ხმები და ჩანს ნაწილის სახეც.