საგამოძიებო: საბაჟოზე 2,5 მილიონის არადეკლარირებული სიგარეტი აღმოვაჩინეთ

15.06.26 15:00
საგამოძიებო: საბაჟოზე 2,5 მილიონის არადეკლარირებული სიგარეტი აღმოვაჩინეთ

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წითელი ხიდის საბაჟოზე 2,5 მილიონის არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

როგორც საგამოძიებო იუწყება, ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა წითელი ხიდის საბაჟო პუნქტის გავლით, შემოიყვანა სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო 290 ცალი ლითონის კარით. 

უწყეის ცნობით, ტვირთის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა მალულად განთავსებული 1 496 კოლოფი არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი. მთლიანდ ტვირთვის დათვალიერებისას, საერთო ჯამში გამოვლინდა 433 840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ მენთოლ ქვინი, ასევე ენ ზეტი და მინსკი. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2 429 504 ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. 

ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო 290 ცალი ლითონის კარით და საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა. 

რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.

უფლებამოსილი პირის მიერ, ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახნის შედეგად, აღმოჩენილ იქნა მალულად განთავსებული 1 496 კოლოფი არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი. მთლიანდ ტვირთვის დათვალიერებისას, საერთო ჯამში გამოვლინდა 433 840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ მენთოლ ქვინი, ასევე ენ ზეტი და მინსკი. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2 429 504 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა." - განაცხადეს ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები