საკონსტიტუციოში ხმაურია - არჩილ გორდულაძემ ბადრი ჯაფარიძეს სიტყვა გააწყვეტინა

29.10.26 14:15
საკონსტიტუციოში ხმაურია - არჩილ გორდულაძემ ბადრი ჯაფარიძეს სიტყვა გააწყვეტინა

ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც სიტყვით "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გამოდის. 

ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ "ოცნება" ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის" - ამ დროს პოლიტიკოსს სიტყვა "ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ შეაწყვეტინა. 

"ხმა არ ამოგვიღია გუშინ და გუშინწინ, მაგრამ ახლა მოპასუხე იწყებს პოლიტიკურ განცხადებას, ამიტომ გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ მხარემ ისაუბროს სარჩელის გარშემო" - განაცხადა გორდულაძემ, რის შემდეგაც ის ბადრი ჯაფარიძემ შეურაცმყოფელი განცხაადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. 

"ეს ახალგაზრდა გამორჩეულია პირადი შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ის გამუდმებით მოგვიხსენიებს ჩვენ როგორც ხანდაზმულ თაღლითებს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები