პირველი გადაწყვეტილება შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე - შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმეს
პირველი გადაწყვეტილება შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს საჩივრის საფუძველზე - მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა.
"სიტყვების მონიტორინგის" სამმართველო ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავებოდა. საქმე ეხება 2026 წლის ნინო წილოსანის 2 ივნისს პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ კომენტარს.
- პოსტი კანადაში ვიზიტს ეხებოდა. შოთა თუთბერიძემ დაწერა:
- „მანდაც დე**ის ტ***ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?”
მომჩივანი შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი იყო - სწორედ კეპაშვილმა დასქროლა სოციალური ქსელი და მან შეადგინა სამართალდარღვევის ოქმიც.
საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრს არ შეუტანია. შოთა თუთბერიძის თქმით, ნინო წილოსანს მის მიერ დაწერილი კომენტარის შესახებ ინფორმაცია თავადვე მიაწოდა – წილოსანი მალე პასუხს დაჰპირდა, თუმცა არ უპასუხია.
საქმის წარმოება შსს-ის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173/16 მუხლის პირველი ნაწილით, რაც რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.