ცემა უმძიმესი წესებით პოლიციაში - დაუმძიმებენ თუ ადა დაკავებულ პოლიციელებს ბრალს?

15.06.26 20:18
ცემა უმძიმესი წესებით პოლიციაში - დაუმძიმებენ თუ ადა დაკავებულ პოლიციელებს ბრალს?

უკვე მესამე დღეა პროკურატურა დუმს და არაფერს ამბობს დაუმძიმეს თუ არა ბრალს მოქალაქეების წამებაში მხილებულ პოლიციელებს. "შაბათის ეთერში" გასული რეზონანსული რეპორტაჟის შემდეგ, იურისტები ამბობენ, რომ რაც ვიდეომასალაში ნახეს წამებაა და არა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. პროკურატურა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. არადა კითხვებს მათ უნდა გასცენ პასუხი. პროკურატურის ნაცვლად დღეს კამერების წინ კალაძე საუბრობდა. 

ზოგი ამტკიცებდა, რომ ამბავზე, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა ამ დრომდე არ სმენია და არც უნახავთ. ამიტომაც ვუჩვენეთ კადრები.

რჩება განცდა, რომ "ქართულ ოცნებაში" წამების გამართლებაა დაიწყეს. ზოგი სოციალური ქსელით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ ჟურნალისტების მიზანი საზოგადოების ინფორმირება არ ყოფილა, ზოგიც პირდაპირ გვეუბნება, რომ დანაშაული შესაძლოა ახლაც ხდებოდეს და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. "ოცნებისთვის" უმთავრესი პრობლემა ამ სადისტური წესებით ხალხის წამების ამსახველი კადრების გასაჯაროებაა. 

სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით - ეს მუხლი ვერაფრით ჯდება იმ დანაშაულის დასაკვალიფიცირებლად  რაც კადრებში ვნახეთ. ჯერ ცემა სადისტური წესებით და ამ ყველაფერის გადაღება და შენახვა.

ჩნდება კითხვა - ვისთვის იყო განკუთვნილი ეს ვიდეომასალა? - დეტალებით გუგა არჩვაძე 

მსგავსი სიახლეები