პენსიონერებს ახალი თავსატეხი გამოუგონეს - მოქალაქეები ფასდაკლებული პროდუქციის ნახვას საიტზე შეძლებენ

15.06.26 20:36
პენსიონერებს ახალი თავსატეხი გამოუგონეს - მოქალაქეები ფასდაკლებული პროდუქციის ნახვას საიტზე შეძლებენ

ფასდაკლებული პროდუქტები ხალხმა ახლა იმ ვებ-გვერდზე უნდა ეძებოს, რომელსაც მთავრობის დავალებით შექმნიან. პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც დახლებზე იაფ პროდუქტს ელიან, შესაძლოა სულ არ ჰქონდეთ მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, საჭირო ელექტრონული მოწყობილობა ან  წვდომა ინტერნეტზე. "პირველებთან" საუბარში მოქალაქეებს ბევრი აქვთ სათქმელი საკუთარ გასაჭირზე, გაძვირებულ პროდუქტებზე, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ.

ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას - ფასების ვებ-პლატფორმის შესაქმნელად 53 ათასი ლარი დაიხარჯება, თანაც სარეზერვო ფონდიდან, რომლის ფუნქციაც გაუთვალისწინებელი, გამოუვალი მდგომარეობის დროს ხარჯების გაწევაა.   

კონკურენციის სააგენტო ვებგვერდს შექმნის, თუმცა ქვეყანაში ისედაც არსებობს არაერთი პლატფორმა, სადაც მოქალაქეს მარკეტებში პროდუქტებზე ფასების შედარება შეუძლია. ამიტომ ეკონომისტებისთვის გაუგებარია, რაში გვჭირდება ახალი ვებ-გვერდი?! მათთვის ეს მხოლოდ პროპაგანდის გაგრძელებაა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები