"ხელისუფლებას არაფორმალური შეთანხმება აქვს პოლიციასთან - რაც გინდათ ქენით, ოღონდ არ დაიწვათ" - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ძალადობაზე საუბრობს და ამბობს - ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცემის ამსახველ ვიდეოს იღებენ და ამის არავის ეშინია, მოწმობს, რომ ეს სისტემური პრობლემაა პოლიციაში.
მერაბ მეტრეველის თქმით, თეა წულუკიანის განცხადება ნიშნავდა, რომ ხელისუფლებას არაფორმალური შეთანხმება აქვს პოლიციასთან დადებული - "რაც გინდათ ქენით, ოღონდ არ დაიწვათ".
ამას რომ იღებენ და ეს არავის არ უკვირს, არავის არ ეშინია, მოწმობს სწორედ იმას, რომ ეს არის სისტემური პრობლემა დღეს პოლიციაში, ადამიანების ცემა და ასე ჩვენებების მიღება. აქ ხომ პოლიტიკურ საქმეზე არ გვაქვს საუბარი, უბრალოდ ამ ადამიანებმა სხვანაირად საქმის გახსნა არ იციან, ამის უფლება აქვთ მიცემული.
თეა წულუკიანის კომენტარი სწორედ მაგას მოწმობს, რომ ამ ხელისუფლებას არაფორმალური შეთანხმება აქვს პოლიციასთან დადებული, რომ რაც გინდათ ქენით, ოღონდ არ დაიწვათ, აი თუ დაიწვებით, მერე რა ვქნათ დაგსჯით ბატონებო იმიტომ, რომ დაიწვით და თქვენს გამო ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. ერთადერთი ამით განსხვავდებიან "ნაცებისგან" რომ ისინი პოლიციას გადაეფარნენ ბოლომდე და რობაქიძის პატრულს, რომელმაც შემთხვევით მოკლა პოლიციელი, იმის გამოძრომას გადააყოლეს ხელისუფლება. ესენი არ ეფარებიან პოლიციელებს, ერთადერთი ამით განსხვავდებიან, ეუბნებიან, რომ არ დაიწვა, მანქანაში თუ გალახავ ადამიანს... ეს კადრები სანამ არ გაჟონავს, იმ პოლიციელებს ყველაფერი ეპატიებათ, ეს შეთანხმებაა აქვთ.
იმდენი ძალადობა ჩაიდინეს, ივანიშვილი ცდილობს ამისგან დისტანცირება მოახდინოს..." - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.