"ჯასტინ, გილოცავ... ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში" - ილია თოფურია

15.06.26 23:32
"ჯასტინ, გილოცავ... ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში" - ილია თოფურია

ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეტოქეს გამარჯვებას ულოცავს. 

მისი თქმით, გამოჯანმრთელდება, დაისვენებს და უფრო ძლიერი დაბრუნდება - "ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში". 

ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი და ეს გააკეთე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოსთვის კი მარცხენა თვალიდანაც. არანაირი გასამართლებელი მიზეზები. ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. გუშინ შენი ღამე იყო.

გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ. უფრო ძლიერი, ბრძენი და სახიფათო დავბრუნდები. დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში," - წერს თოფურია.

ცნობისთვის, ლია თოფურია კარიერაში პირველად ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მძიმე ზიანის გამო თოფურიას გუნდმა, მეოთხე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები