ესპანელი ჟურნალისტი ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს
ესპანელი ჟურნალისტი ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს - ირატი პრატის ცნობით, ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის.
დასვენების დრო და სულ ესაა. ეს არის ის, რაც მათ მითხრეს - წერს ჟურნლალისტი იქსზე.
კარგი ამბავი ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგადაა. ისვენებს. ვაშინგტონის საავადმყოფოდან, სადაც მან ღამე გაატარა, ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის საბოლოო შედეგების მოლოდინში, დასტურდება, რომ ილიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საერთოდ არ არის საჭირო. დასვენების დრო და სულ ესაა. ეს არის ის, რაც მათ მითხრეს“, - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. მან ბრძოლისას სახის არეში დაზიანებები მიიღო.