ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? - ელისაშვილის მიმართვა შიო III-ს

16.06.26 13:08
ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? - ელისაშვილის მიმართვა შიო III-ს

 

 

ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? - ასე მიმართა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პატრიარქს, შიო მესამეს იმ დროს, როდესაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი მას სასამართლოდან აძევებდა.

მაშინ, როცა საბადრაგო სამსახურს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდა, ელისაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ იმჩნევს. 

ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს ჩვენი პატრიარქი არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება? ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? - განაცხადა ელისაშვილმა. 

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებული ოპოზიციონერი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" ჟურნალისტი იუწყება, მოსამართლემ პოლიტიკოსს შემდეგი ფრაზა არ აპატია: "მაცადეთ თქვენი ჭირიმე კითხვის დასმა".

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები იკითხებიან, რომლებმაც სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზები ჩაატარეს.

  • ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.