ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში ხომალდი SILVAR შევიდა, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც რუსეთის მოძველებულ "ჩრდილოვან ფლოტს", სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს მოიცავს.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, სანქციების ახალ პაკეტში შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.
დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ "ჩრდილოვან ფლოტს", სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.
დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები," - წერია საელჩოს განცხადებაში.