ადვოკატების თქმით, ექსპერტიზით სანთებელაზე ალეკო ელისაშვილის დნმ-ის კვალი არ დასტურდება

16.06.26 16:01
ადვოკატების თქმით, ექსპერტიზით სანთებელაზე ალეკო ელისაშვილის დნმ-ის კვალი არ დასტურდება

 

 

ალეკო ელისაშვილის პროცესზე დღეს 6 ექსპერტი გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც დაზარალებული მადნატურების მდგომარეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ მიყენებული. 

ადვოკატების თქმით, საინტერესო ერთ-ერთი ექსპერტის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ სანთებელაზე ალეკო ელისაშვილის დნმ-ის კვალი არ დასტურდება. 

მტკიცებულებები ამ საქმეში არ არის - მაგალითად, არ დასტურდება ტერაქტის მთავარ იარაღზე, სანთებელაზე ბრალდებულის შემხებლობის კვალი. არ დასტურდება ამ ნივთზე ბენზინის კვალი, როცა მოწმეები ამტკიცებენ, რომ ბენზინის გუბეში იყო ეს ყველაფერი განთავსებული და იქ მიდიოდა ბრალდებულის და მანდატურების დაპირისპირება. ყველაზე მნიშველოვანი, სახანძრო ექსპერტმა ვერ მოიყვანა და ვერ დაადასტურა ვერც ერთი მსგავსი პრეცედენტი, რომ ორი ლიტრი ბენიზინი 15 კვ ფართობზე გაჩენილიყო ხანძარი, რომელიც გაანადგურა 1000 კვ.მ. შენობა და შემდგომ გაანადგურა გვერდზე მდგომი 23000 კვ.მ. შენობა", - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

ელისაშვილის მეორე, ადვოკატს, გიორგი რეხვიაშვილს გამოძიებასთან კითვები აქვს - უფლებადამცველს აქვს ეჭვი, რომ სანთებელა შესაძლოა "ჩადებული" იყოს.

ამ ეჭვების საფუძველს ადვოკატის თქმით, აძლევს, რომ ამ დროდმე საქმეში არ დევს კადრები, რომლის ამოღებასაც დაცვის მხარე ითხოვს. 

როცა ბენზინი არ არის ზედაპირზე აღმოჩენილი, როცა დნმ არ არის ზედაპირზე აღმოჩენილი და ცდილობენ, პირს დააბრალონ, რომ ის ცდილობდა ცეცხლის წაკიდებას, რა თქმა უნდა, ეჭვები ჩნდება იმის, რომ ეს სანთებელა იყოს ჩადებული. თან იმ ფონზე, როცა ჩვენ კამერების ამოღებას ვითხოვთ და წაშლილია ჩანაწერები. ასევე აღმოჩნდა, რომ პატრულის თანამშრომლებს სამხრე კამერები ჰქონდათ ჩართულ მდგომარეობაში. ჩვენ ვიშუამდგომლეთ ამ ჩანაწერები გამოთხოვაზე, თუმცა მოსამართლემ და პროკურატურამ უარი განაცხადა", - ამბობს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი. 

ის რომ სანთებელაზე ელსიაშვილსი კვალი არ ამოვიდა, ამას ბრალდების მხარე ასე ხსნის:

ალექსანდრე ელისაშვილს ხელთათმანი ეკეთა, რაც კვალის არსებობას თითქმის გამორიცხავს"- თქვა პროკურორმა ანი ხუჯებაშვილმა. 

  • ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.