"ჯეო ჰოსპიტალსის" დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა
"ჯეო ჰოსპიტალსის" დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 63 წლის ალადდინ ყანაზადე ამ დრომდე მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ოჯახის წევრების თქმით, დაცვის თანამშრომელს პაციენტის ოჯახის წევრი ი.ხაფთანი გაუსწორდა. ის შუახნის კაცს კლინიკაში შეშვებას იმ დროს სთხოვდა, როცა მიღების საათები უკვე ამოწურული იყო.
ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.