მიხაელ გალერი: იყო დრო, როდესაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაშიც კი, გარკვეულწილად ლიდერობდა
უკრაინის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი გალერი მოხრულია, რომ უკრაინას და მოლდოვას პირველი, ფუნდამენტური კლასტერი გაუხსნეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა "ევროსკოპთან" განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთის წინა ხელისუფლების ვეტოს გამო ამ ნაბიჯის გადადგმა მანამდე ვერ მოხერხდა.
"ეს კარგია უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობისთვის, ეს კარგია ჩვენთვის, ევროპელებისთვის, და ეს არის მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის" - განაცხადა კანონმდებელმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართველების უმრავლესობასაც სურს ევროპულ
გზაზე ყოფნა, რადგან დრო იყო საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში ლიდერობდა.
პირველ რიგში, როგორც უკრაინის საკითხებზე მომხსენებელი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ჩვენ შეგვეძლო აქ უფრო ადრეც ვყოფილიყავით, უნგრეთის წინა მთავრობას ეს რომ არ დაებლოკა, მაგრამ ახლა იქ ვართ, სადაც ვართ. ვფიქრობ, გზა ძალიან ნათელია უკრაინისა და მოლდოვისთვის; ისინი ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ კონკრეტულ გზაზე დგანან. ეს კარგია უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობისთვის, ეს კარგია ჩვენთვის, ევროპელებისთვის, და ეს არის მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის: გულაგში უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. სწორედ იქ სურთ ყოფნა უკრაინელებსა და მოლდოველებს. და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების დიდ უმრავლესობასაც ურჩევნია ამ ევროპულ გზაზე ყოფნა. იმიტომ, რომ გვქონდა დრო, როდესაც თქვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობაშიც კი, გარკვეულწილად ლიდერი იყავით რეფორმებისა და ამ ევროპულ გზაზე დადგომის ვალდებულებების კუთხით. ვფიქრობ, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ღია საქართველოსთვის ევროპული გზა არის საშუალება, შეინარჩუნოთ თქვენი იდენტობა და არ იყოთ დომინირებული იმ ძალის მიერ, რომელიც თქვენს ისტორიაში ძალიან დიდხანს დომინირებდა თქვენზე," - განაცხადა გალერიმ.