ქოლცენტრების ეპიზოდზე მოწმემ დაადასტურა, რომ თანხა ქრთამის სახით ლილუაშვილს გადაეცემოდა - პროკურორი

16.06.26 19:09
ქოლცენტრების ეპიზოდზე მოწმემ დაადასტურა, რომ თანხა ქრთამის სახით ლილუაშვილს გადაეცემოდა - პროკურორი

გრიგოლ ლილუაშვილის საქმე -  პროცესზე ე.წ. ქოლცენტრის ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმე დაიკითხა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა, მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას სუს-ის მფარველობის სანაცვლოდ.

მისივე თქმით,  “ის მეწილეები, ვისზეცაა საუბარი, ბუნებრივია დაიკითხებიან სასამართლოში.“

ქოლცენტრის ეპიზოდზე დაკითხული იქნა მოწმე. ის წარმოადგენდა ერთ-ერთი ქოლცენტრის თანახელმძღვანელს. მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა დანარჩენ პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას. მათი როლი განსაზღვრული იყო იმით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუწევდა მფარველობას, შესაბამისად აღნიშნული თანხა ქრთამის სახით გადაეცემოდა გრიგოლ ლილუაშვილს.

დროის სხვადასხვა პერიოდში გადაეცა სხვადასხვა თანხა, ქოლცენტრის მოგებიდან გამომდინარე ხდებოდა პროცენტის დათვლა. ის მეწილეები, ვისზეცაა საუბარი, ბუნებრივია დაიკითხებიან სასამართლოში“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.