გომელაური სხვებთან შედარებით ჭკვიანი აღმოჩნდა და ამიტომ არის ხელშეუხებელი - შაიშმელაშვილი
ვახტანგ გომელაური სხვებთან შედარებით აღმოჩნდა ჭკვიანი და ამიტომ არის ხელშეუხებელი, - ამის შესახებ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, გომელაური რასაც აკეთებდა, ყველაფერს ივანიშვილთან ათანხმებდა და მის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
მისივე თქმით, გომელაურს და იმ გუნდის წევრებს, რომლებიც გაუშვეს, ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ ემუქრებათ.
ვახტანგ გომელაური სხვებთან შედარებით აღმოჩნდა ჭკვიანი და ის რასაც აკეთებდა, იპარავდა თუ ათეთრებდა, ყველაფერს ათანხმებდა ივანიშვილთან. ივანიშვილის მიღმა, მას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ამიტომაც არის ხელშეუხებელი. თორე რეალურ და წესიერ სიტუაციაში დღეს გომელაური, თუნდაც ამ ფაქტების გამო, რომელიც თქვენ ტელევიზიაში გაშუქდა, გენერალურ პროკურატურაში უნდა იჯდეს და ჩვენებას აძლევდეს, მისი მინისტრობის დროს, რატო იყო ხელშეწყობილი სისტემური დანაშაულები. გომელაურს და იმ გუნდის წევრებს, რომლებიც გაუშვეს, ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ ემუქრებათ. მათზე საუბარი არის დროის კარგვა,- განაცხადა შიშმელაშვილმა.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს მაღალი თანამდებობის პირები არიან, ერთი ნიშნით არიან შერჩეულნი.
რომ აიღოთ ამ ადამიანების წარსული, უკან გაიხედოთ, არაფერი არ დგას საერთოდ გარდა ივანიშვილისადმი მონური მორჩილებისა. შესაბამისად, მეტი ლუსტრირება ამისი რაღად გვინდა, თვითონ კობახიძის ბრიფინგზე პირდაპირ თქვა, რომ მე კი ავრ პრემიერი, მაგრამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებსო. საზოგადოებას ეტაპობრივად აჩვევენ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, როდესაც ის თანამდებობიდან მდიის, პროპაგანდრის ტროლ-მანქანა გამოდის, რომ თურმე ბიძინას უღალატა, ბიძინას მოპარეს, ბიძინასთან შეეშალა და არა სახელმწიფოს მოპარა, სახელმწიფოსთან შეეშალა და ა.შ. ეს ადამიანები არიან დაკომპრომატებულები, ერთმანეთს რეცხავენ, ებრძვიან, უბრალოდ ფაშა ზის გალიაში და იქიდან აკვირდება ამ პროცესებს და გარკვეულ სიამოვნებას იღებს,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.