შემოსავლების სამსახური: სარფში კოკაინი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც ირკვევა, თურქეთის მოქალაქეს "კოკაინი" ტანსაცმლის ჯიბეში ჰქონდა განთავსებული.
თურქეთის მოქალაქეს 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ტანსაცმლის ჯიბეში ჰქონდა განთავსებული.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი," - წერია განცხადებაში.