თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს

01.11.26 13:28
თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს

თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს და მუნიციპალიტეტისგან გზის კეთილმოწყობას მოითხოვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დედაქალაქის მერია ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების ნებართვებს გასცემს, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე არ ზრუნავს. მათი თქმით, წვიმიან ამინდში ტალახში უწევთ გადაადგილება, მშრალ ამინდში კი ქუჩა მტვრით იფარება.

ადგილობრივები პრობლემის დროულ მოგვარებასა და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას მოითხოვენ.

უგზოობა, ტალახი საშინელი წვიმის დროს, ორმოები, ჭის თავები, რომლითაც მანქანებს ვაზიანებთ, ქვეითები ვერ გადაადგილდებიან, იმიტომ, რომ არის საშინელი ტალახი. მახსოვს, ერთი თვის წინ იყვნენ მეზობლები შეხვედრაზე და პასუხი იყო ძალიან არადამაკმაყოფიელებელი. თქვეს, რომ მშენებლობები მიდის და გზას ვერ გავაკეთებთ, - ამბობს ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები