საპატიმროს დატოვებიდან მეორე დღეს თელავში კაცმა ცოლს სცემა

01.11.26 13:00
საპატიმროს დატოვებიდან მეორე დღეს თელავში კაცმა ცოლს სცემა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატიმროდან ერთი დღით ადრე გათავისუფლებულმა მამაკაცმა ცოლზე იძალადა. ინფორმაციას გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ძალადობას კი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა მამაკაცი გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ნაცემი ქალი კი შემთხვევის ადგილს გაარიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები